შემაშფოთებელი მონაცემები ვრცელდება ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსხვერპლთა რიცხვი წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია. მარტო 2025 წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 112 ადამიანი ემსხვერპლა. გაზრდილია დაშავებულების რაოდენობაც. ფაქტია, რომ გამკაცრებული კანონმდებლობა ავარიების სტატისტიკაზე სათანადოდ არ აისახება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტები პრობლემის მთავარ მიზეზს კანონის არ აღსრულებაში და არაეფექტურ რეგულაციებში ხედავს. განსაკუთრებული აქცენტი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიების ჩატარებაზე კეთდება, მოწოდებაა, რომ ქალაქში მოძრაობის დასაშვები სიჩქარე შემცირდეს და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევები ქულათა სისტემას მიებას.