ავთანდილ წერეთლის საქმე

გენერალური პროკურატურა, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად, 500 000-ლარიან გირაოს შეფარდებას მოითხოვს. სასამართლო სხდომა 15:00-ზე გაიმართება.

წერეთლის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების საკითხს დააყენებს.

წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. გამოძიება მას ედავება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ასევე, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.