ავთანდილ წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, დღეს, სასამართლომ გირაოს სახით 500 000 ლარის გადახდა დააკისრა. ავთანდილ წერეთელი წაყენებულ ბრალდებას მისი შვილის საკუთრებაში არსებულ ტელე-კომპანია ,,ტვ პირველს” უკავშირებს და გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს ბრალდებულის შვილიც. გამოძიება ბიზნესმენს 11-ი წლის წინ განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციაში მონაწილეობას ედავება და ფიქრობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს 17 მილიონამდე ლარის ლეგალიზებაში ავთანდილ წერეთელიც ეხმარებოდა.

გამოძიების მიხედვით, სწორედ წერეთლის საკუთრებაში არსებულ კომპანია ,,სამგორი ემ-სა” და ,,სამგორი თრეიდზე” გაიცა 2008 წელს სესხის სახით თანხა, რომელიც მალევე კვლავ ხაზარაძე-ჯაფარიძემ ისესხა, საბოლოოდ კი მილიონები ორივე მსესხებელ კომპანიას ჩამოეწერა.