ავთანდილ წერეთელი სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს

„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 500 000 ლარიანი გირაოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ხვალ გაასაჩივრებს.

ბრალდებულის ადვოკატი სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

წერეთელს გამოძიება 17 მილიონ დოლარამდე თანხის უკანონო ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.