ავთანდილ გოგეშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

ილუზიონისტ ავთანდილ გოგეშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ავთო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ახალაშენებული კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და ხერხემლის ძლიერი დაზიანება აქვს, რის გამოც ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა კრიტიკულია.

საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად, 90 000 დოლარია საჭირო. მისი გამოჯანმრთელება დამოკიდებულია თანხის სწრაფად შეგროვებაზე, საზღვარგარეთ დროულ გადაყვანასა და მკურნალობაზე.

მსურველებს თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.