ავსტრიის ახალი მთავრობის ფორმირება – კოალიცია კონსერვატორებისა და ულტრამემარჯვენეების შეთანხმებით განხორციელდა

14:06, 16.12.2017

ავსტრიის კოალიციური მთავრობის ფორმირება კონსერვატორებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის მიღწეული შეთანხმებით განხორციელდა. კოალიციის შექმნის შესახებ მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ძალის, „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერმა სებასტიან კურცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე „ავსტრიის თავისუფლების პარტია“, რომლის ლიდერი ჰაინც-კრისტიან შტრახეა, ანტიემიგრაციული, ანტიისლამური და ევროსკეპტიკური ხედვით გამოირჩევა. პარტიამ ორი თვის წინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 26% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა.

მსგავსი