ავსტრიაში შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი დააკავეს
  • ავსტრიაში შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა Kronen Zeitung-ი ავსტრიის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ეწეოდა. ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს. კანცლერი სებასტიან კურცი ასევე ადასტურებს, რომ ყოფილი ოფიცერი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
  • 100 წლის წინ პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. პარიზში, ფართომასშტაბიანი დღესასწაულებისთვის ემზადებიან.
  • კენჭისყრა ინტრიგების გარეშე. უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე იციან, ვინ გაიმარჯვებს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არჩევნებში.