ავსტრია-თურქეთის დაპირისპირება

თურქეთისა და ავსტრიის ურთიერთობა ისევ გამწვავდა. ეს მას შემდეგ, რაც ავსტრიის მთავრობამ შვიდი მეჩეთი დახურა და თურქეთის მთავრობასთან კავშირის მქონე იმამების დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯებს ვენა პოლიტიკური ისლამისა და თურქული ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლით ხსნის. არანაკლებ მწვავეა რეაქცია ანკარიდან. ერდოღანი სებასტიან კურცს საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება და აფრთხილებს, რომ ბოლო ქმედებები მას ძვირად დაუჯდება.