ავიარეისების 2024 წლის სტატისტიკა

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყნის აეროპორტები ჯამში შვიდმილიონნახევრამდე მგზავრს მოემსახურა. მგზავრთა ნაკადის რაოდენობით პირველ ადგილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იკავებს. მზარდი მაჩვენებლების ფონზე ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ დინამიკა მიმდინარე წელს კიდევ უფრო მზარდი იქნება, რადგან მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 ახალი მიმართულების დამატებაზე წარმატებით დასრულდა. „ბრიტიშ ეარვეისი“, „იზიჯეტი“, „ედელვაისი“ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან, ჟენევიდან და ციურიხიდან 2025 წელს დაიწყებენ. გაუმჯობესებულ სტატისტიკურ მონაცემების მიუხედავად სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ტუროპერატორები. კერძო სექტორში ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჯავშნების რაოდენობასა და ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.