„ავიამშენში“ დასაქმებულების პროტესტი გრძელდება

„ავიამშენში“ დასაქმებულების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებსა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეკრებილებმა კუთვნილი ერთთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს, რაზეც კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი აქციების გაგრძელებას აანონსებენ.