ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის - გზავნილი მოსკოვიდან

საქართველო-რუსეთს შორის ავია-მიმოსვლის აღდგენის საკითხს მოსკოვი კიდევ ერთხელ ააქტიურებს.

სერგეი ლავროვის შემდეგ ფრენების განახლების პერსპექტივაზე ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი საუბრობს და ამ კონტექსტში წინა კვირას ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზეც მიუთითებს. პესკოვის აზრით, საჭიროა იმ მომენტის დაფიქსირება, რომელიც ავია-რეისების აღსადგენად შესაფერისი იქნება. კონკრეტული თარიღი დღეს არ დასახელებულა. თუმცა მოსკოვის ასეთი მიდგომა მისაღებია ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

პესკოვის დღევანდელ გზავნილში სხვა განზრახვა ამოიკითხა ოპოზიციამ.