ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ყოველწლიურად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს სტუმრობს. მათ შორისაა საქართველო, სადაც ჯოზეფ ვარადი უკვე მესამედ იმყოფებოდა და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შემდეგ ქუთაისის ბაზის თანაშრომლებს შეხვდა.