კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ავიასივრცეში.
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბრიტანული „იზიჯეტი“ დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თბილისს გაერთიანებულ სამეფოსთან, შვეიცარიასა და იტალიასთან დააკავშირებს. ფრენების შესრულებამდე ავიაკომპანია ჟურნალ „თრეველერში“ ვრცელ სტატიას ავრცელებს და საკუთარ მგზავრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს აცნობს და იმ მიზეზებზე უყვება, რატომაც საქართველოში მოგზაურობა უნდა გადაწყვიტონ. მიმდინარე წელს ქართულ ავიაბაზარზე ჯამში 4 ახალი ავიაკომპანია შემოვა.