თეირანი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა კი რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო.
ცნობილი ხდება, რომ ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად მიიღო. ტრაგიკული შეცდომის აღიარების შემდეგ, დასავლური ქვეყნები ოფიციალურ თეირანს საქმის სამართლიანი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენისკენ მოუწოდებენ.
დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში