ავიაკატასტროფა ყაზახეთში

12 ადამიანი ემსხვერპლა ყაზახეთში მომხდარ ავია-კატასტროფას. უმძიმესია 12 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აფრენიდან მალევე ლაინერი შენობას დაეჯახა. ჰოლანდიური კომპანიის მიერ წარმოებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები ჯერ უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ალმაათის სიახლოვეს დატრიალებული ტრაგედიის გამო ყაზახეთის ხელისუფლებამ 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.