ავიაკატასტროფა თურქეთში

თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქ მუღლას სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოდან ფრინდებოდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. მასში ორი პილოტი, სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. საავადმყოფოს შენობაში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა. შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.