12 თებერვალი რუსეთის ფედერაციაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. მიზეზი, მოსკოვთან ახლოს სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფაა. ბორტის ყველა მგზავრი და ეკიპაჟი დაიღუპა. სულ 71 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.
რა გახდა კატასტროფის მიზეზი, უცნობია. ნაპოვნია ლაინერის ერთი შავი ყუთი. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს დღეს სამძიმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა.
ლიკა ალელიშვილის სიუჟეტი.