ავიაკატასტროფა ინდოეთში 

21:42, 13.06.2025

ინდოეთი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.

საბედისწერო რეისს, ამ დროის მონაცემებით 315 ადამიანი ემსხვერპლა. მოლოდინია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. კატასტროფის ადგილზე, მსხვერპლთა ვინაობის დასადგენად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ბოინგ 787-ის  ჩამოვარდნის დროს მომხდარი ძლიერი აფეთქება პროცესს ართულებს.

უმძიმესი ტრაგედია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ჟურნალისტები იმ ადამიანების ინტერვიუებს ავრცელებენ, ვინც უბედური შემთხვევის შედეგად ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაკარგეს. მედიასთან  თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე არსებულ ვითარების იხსენებს სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი ნომერი 11, ის ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან ერთადერთი იღბლიანი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, სიკვდილს კიდევ ერთი მგზავრი გადაურჩა, რომელმაც აეროპორტში მისვლა დააგვიანა.

მსგავსი