ავიაკატასტროფა ინდოეთში
აჰმედაბადში ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. არის მსხვერპლი, თუმცა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ბორტზე ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე, ასევე ერთი კანადელი და შვიდი პორტუგალიელი იმყოფებოდა. თვითმფრინავი აეროპორტიდან აფრენისას მალევე დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. ავიალაინერი ლონდონის გეთვიკის აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს.
ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. გუჯარათის შტატის მთავარმა მინისტრმა დაშავებულების ტრანსპორტირებისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნის განკარგულება გასცა. მომხდარი ავიაკატასტროფის გამო აჰმედაბადის აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერდა. მომხდარს გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. მისი თქმით, გავრცელებული კადრები არის გამანადგურებელი. სტარმერი მგზავრებსა და მათ ოჯახებს თანადგომას უცხადებს.