ავიაკატასტროფა აშშ-ში

მსხვერპლი მოჰყვა ავიაკატასტროფას შტატებში.

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან „ემერიქან ეარლაინსის“ სამგზავრო თვითმფრინავი, ამერიკის არმიის „ბლექ ჰოვქის“ ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. კატასტროფის ადგილას ათეულობით ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარის შედეგად სავარაუდოდ თვითმფრინავებს ბორტებზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ამერიკისა და რუსეთის მოქალაქე სპორტსმენები. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.