ავიაკატასტროფა არიზონაში

არიზონის შტატში საექსკურსიო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერტმფრენი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც მან დიდი კანიონის ტერიტორიას გადაუფრინა.  

პირველადი ინფორმაციით, ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სამი დაიღუპა. ოთხი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც კატასტროფის დროს, სავარაუდოდ, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.