ავიაციის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი

ავიაციის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი დაწყო. მფრინავები, ბორტგამცილებლები, ავიადისპეჩერები და სფეროში დასაქმებული ყველა პირი, ვაქცინის კუთვნილ დოზას მიიღებს. იმუნიზაციის პროცესში სხვადასხვა ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან ჩართულები. საავიაციო კომპანიების თხოვნის საფუძველზე და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორიც ჩაერთო.

მოამბე