ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო მისიამ გეგმიური მოტორიზებული პატრული განახორციელა

15:54, 26.03.2018

ავღანეთში, გერმანულ სამხედრო ბაზა მარმალზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა გეგმიური მოტორიზებული პატრული განახორციელეს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პატრულირება ბალხის პროვინციაში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფის მიმდებარე სოფლებში ჩაატარეს. მოტორიზებულ პატრულში სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეულის პირველი ოცეული  მონაწილეობდა. პატრული ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი საპატრულო რაიონის კონტროლი და ძალის დემონსტრირება იყო.

მსგავსი