ავღანეთში გაცილების ცერემონია I ქვეით ბრიგადაში

ავღანეთში გაცილების ცერემონია I ქვეით ბრიგადაში. ქართული ასეული, მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის მეთაურობით, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს.

I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე, ასეულმა სამთვიანი მომზადება საქართველოში, ხოლო შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 411-ე ბატალიონთან ერთად გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.