კატარისა და საუდის არაბეთის შუამავლობით, ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა. „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთმა თავდასხმები შუამავლების მოთხოვნით შეწყვიტა. სპარსეთის ყურის ორმა არაბულმა ქვეყანამ შეტაკებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. 11 ოქტომბერს, გვიან ღამით ავღანეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს კვირის დასაწყისში ავღანეთში პაკისტანის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ მოხდა. ქაბულმა განაცხადა, რომ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლა. თავის მხრივ პაკისტანში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 200-ზე მეტი ავღანელი მებრძოლი მოკლეს.