ავღანეთი თალიბანის მმართველობის პირობებში

ქაოსი და პანიკაა ავღანეთში.

თალიბანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ქვეყანას მოსახლეობა მასობრივად ტოვებს. დედაქალაქიდან რთულად მიმდინარეობს დიპლომატიური მისიების ევაკუაციის პროცესიც. თავის მხრივ საკუთარ გეგმებზე და საყოველთაო ამნისტიაზე საუბრობს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც 20-წლიანი პაუზის შემდეგ ქაბულში ისევ საკუთარ დღის წესრიგს ამყარებს. ადგილობრივი უფლებადამცველები მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებენ. ამ ფონზე დიდი ბრიტანეთი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ავღანეთში შექმნილი სიტუაციის სასწრაფოდ განხილვას ითხოვს, თუმცა ავღანეთის ახალმა რეალობამ პოზიციები გაყო.

დასავლეთისგან გასხვავებული მიდგომები აქვთ რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და თურქეთს.