ავარიული სპორტული დარბაზები კახეთში  

სპორტს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, საქართველოში კი მოსახლეობის არასაკმარისი ფიზიკური თუ სპორტული აქტივობა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, მიზეზი რამდენიმე ფაქტორია და განსაკუთრებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა. დღეს „მოამბე“ რეგიონებში ამ პრობლემაზე ვისაუბრებთ კახეთის მაგალითზე, სადაც სოფლების დიდ ნაწილში სპორტული დარბაზების არარსებობის გამო, ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტების ცენტრებში უწევთ სიარული, რაც დამატებით დროს, ფინანსებსა და სხვა რესურსებს მოითხოვს. 2025-28 წლების სამთავრობო პროგრამაში მუნიციპალიტეტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, გათვალისწინებულია ორი მილიარდი ლარის ღირებულების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტი კი მოიცავს საფეხბურთო და სარაგბო მოედნების, საცურაო აუზებისა და სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის შესაბამისი დარბაზების მოწყობას.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.