ავარიული სოციალური საცხოვრისი

ქუთაისში, შვიდი თვის წინ აშენებული შენობა ინგრევა.

ნიკეას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან კორპუსში კედლები და ჭერი თითქმის ყოველდღე იბზარება და იშლება.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებული შენობის ასაშენებლად თავის დროზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი გამოიყო და ტენდერიც ჩატარდა. თუმცა ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია დუმს.

დადგება თუ არა უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო ვინმეს პასუხისმგებლობა – ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელიც დღეს დაიწყო.