ავარიული სკოლები

გაზიფიცირების მიუხედავად, მარნეულის რაიონში მდებარე სკოლების დიდი ნაწილი დღემდე შეშის ღუმელით თბება.

თითქმის ყველა სასწავლებლის შენობას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შენობების ავარიული მდგომარეობა სკოლებში გაზის შეყვანას აფერხებს. ცალკე პრობლემაა შეშის გამათბობლების არასწორად დამონტაჟება და შესაბამისად მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის საკითხი. სწორედ ღუმელის არასწორ ექსპლუატაციას უკავშირებენ ცოტა ხნის წინ რაიონის ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილ ხანძარს.