ავარიული შენობიდან გამოსახლების პროცესი – ხმაური თვალჭრელიძის ქუჩაზე

21:12, 24.07.2025

დაპირისპირების და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან მობინადრეების გამოსახლების პროცესი. დავის საგანია ხუთი დაუსრულებელი კორპუსი, სადაც 100-მდე ოჯახია შესახლებული. საუბარია ისანი-სამგორის რაიონში აშენებულ და კერძო კომპანიის მიერ შესყიდულ შენობებზე, სადაც მობინადრეებს შორის არიან დევნილებიც. აღსრულების ბიურო კორპუსებს სრულად ამორტიზებულად და საცხოვრებლად საშიშად აცხადებს და პოზიციას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ამყარებს, რასაც უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივები. კერძო მესაკუთრესა და კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს შორის წლების განმავლობაში დავა სასამართლოშიც მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ადგილობრივთა განსახლების გადაწყვეტილებით დასრულდა. მობინადრეები კორპუსების დატოვებაზე უარს ამბობენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

 

 

 

მსგავსი