ავარიული შენობების პრობლემა დედაქალაქში

 ავარიული შენობები თბილისში – პრობლემა ვარკეთილში მომხდარმა ბოლო შემთხვევამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა. მე-4 ხარისხის დაზიანების მქონე და მოსახლეობისგან ნაწილობრივ დაცლილ ავარიულ კორპუსში გუშინ კედლების ჩამოშლის პროცესი განახლდა, რის გამოც დარჩენილი ოჯახების სასწრაფოდ ევაკუაცია გახდა საჭირო. საცხოვრებლად საშიშია ამავე რაიონში მდებარე კიდევ სამი კორპუსიც, სადაც ოჯახები ახლაც ცხოვრობენ.