ავარიული შენობები თბილისში – მერიის შეთავაზება
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება.
მოსახლეობას საბურთალოზე მდებარე ავარიული შენობიდან უახლოეს კვირებში გაიყვანენ. მიზეზი კორპუსის დაზიანების მეოთხე ხარისხია, რაც მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად ფასდება. დაგეგმილია დემონტაჟი. ვიდრე მისამართზე ახალი შენობა აშენდება, მერია მცხოვრებლებს ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს. საუბარია 45 ოჯახზე. დედაქალაქში ავარიული სახლების პრობლემა მწვავედ დგას. თბილისში კიდევ ათასობით ნაგებობაა, რომელიც ჩანაცვლებას საჭიროებს.
რამდენი პროექტი დასრულდა და რა ფაქტორები აფერხებს პროგრამის სწრაფად განხორციელებას – დესი ვარდოსანიძე დეტალებით.