ნაძალადევის რაიონში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის მესაკუთრეებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. შესაბამისი უწყებებიდან გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიიღეს. შენობას, პირველადი შეფასებით, ავარიულობის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. შენობაში მხოლოდ კომერციული ფართებია განთავსებული.