ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსი ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის 18-ში შენდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე, სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ახალი ბინა 29 ოჯახს გადაეცემა. ბიუჯეტი 7 მილიონ ლარზე მეტია.