ავარიული ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამა

იანვარში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ლიფტების შემოწმებაზე მიმართვის მაჩვენებელი მკვეთრადაა გაზრდილი.

გამგეობებში ყველაზე მეტი განაცხადი ძველი კორპუსების ამხანაგობების სახელით შედის. მონიტორინგის შემდეგ ლიფტების საკმაოდ დიდი ნაწილი დაილუქა, რადგან იქ არსებული სიტუაცია კრიტიკულად ფასდება – დარღვეულია უსაფრთხოების ელემენტარული ნორმებიც კი. შემოწმების და ექსპერტიზის ჩასატარებლად ამხანაგობის მხრიდან თანხის გადახდაა საჭირო, თუმცა მოქალაქეების ნაწილი თანხის გაღებისგან თავს იკავებს, რასაც სპეციალისტები სარისკოდ მიიჩნევენ და საფრთხეების გამოსარიცხად ამხანაგობებს ექსპერტიზის საფასურის დროულად გადახდისკენ მოუწოდებენ.

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ლიფტის შეკეთებისთვის საჭირო ხარჯებს გამგეობა თითქმის მთლიანად აფინანსებს.