ავარიული კორპუსის მცხოვრებთა მოთხოვნა 

ვარკეთილის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვენ.  მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათი კორპუსი უკვე წლებია, ავარიულია და იქ  ცხოვრება უსაფრთხო არ არის. თანხა კი, რაც რეაბილიტაციისთვის გამოიყო, საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოსახლეობის მოთხოვნებს თბილისის მერიაში პასუხობენ. დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები წლის მეორე ნახევარში იგეგმება და შესაბამისი თანხა ბიუჯეტში უკვე გაწერილია.