ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა

12:16, 12.08.2025
თბილისის მერი ვარკეთილის მესამე მასივში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების სამუშაოებს გაეცნო. თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 კვარტალში, არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 36 ოჯახი. ავარიული კორპუსის ჩანაცვლება 2024 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის სექტემბერში იგეგმება.

მსგავსი