ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, გამრეკელის ქუჩაზე ახალი 8-სართულიანი საცხოვრებელი შენობა შენდება. პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტებული ბინა 18 ოჯახს გადაეცემა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 6 მილიონ 470 558 ლარია გამოყოფილი. ახალი კორპუსის მშენებლობის დასრულება მომდევნო წელს იგეგმება.