ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტი

15:26, 17.02.2026

ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი აქტიურ ფაზაშია. „თბილისის განვითარების ფონდი“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსის ადგილზე, ახალ საცხოვრებელ შენობას აშენებს. პროექტის ფარგლებში, უკვე განხორციელდა ძველი, 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 10- სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ახალი, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართებით 44 ოჯახს უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 10 557 010 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2028 წლისთვის დასრულდება.

მსგავსი