ავარიული დასახლება გურიაში
30-მდე ოჯახი, რომელთაგან დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია – ოზურგეთში, დიმიტრი შევარდნაძის ქუჩაზე საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე უკვე წლებია ცხოვრობს. ამორტიზებული შენობები, დაზიანებული ჭერი, საკანალიზაციო სისტემის არარსებობა მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამძიმებს. ე.წ. ჩაის ფაბრიკის ავარიულ სახლებში მცხოვრებლების ნაწილი ფართების რეაბილიტაციასა და დაკანონებას, ნაწილი კი – ალტერნატიული საცხოვრისით დაკმაყოფილებას ითხოვს.
თეა აბარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი გურიიდან #მოამბერეგიონები