ფოთში, სარსანიას ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ორსართულიან ბინაში, სადაც ათზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, უამრავი პრობლემაა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ფოთის მერიაში სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულები არიან და პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.
თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი ფოთიდან #მოამბერეგიონები