ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები მძიმე პირობებში ცხოვრობენ ავარიულ შენობებში კედლები დაბზარულია, ჭერი კი ჩამონგრევის პირას არის. მუდმივი ხმაური, მტვერი და ანტისანიტარია ადგილობრივების ყოველდღიურობის ნაწილია. მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ყურადღებას და კომპენსაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩუმად ყოფნა უკვე შეუძლებელი გახდა, ამიტომ გამოსავალს ქუჩაში გასვლასა და პროტესტში ხედავენ.
თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი ფოთიდან.