ავარიული ბინები ბათუმში

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს 54 ნომერში მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ავარიულია და ეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითაც დასტურდება. მიუხედავად ამისა, შენობაში არაერთი ოჯახი ცხოვრობს. მობინადრეები ჰყვებიან, რომ ბზარები ყველა ბინაში თვალსაჩინოა. ბზარებს პერიოდულად ბეტონით ავსებენ, თუმცა პრობლემა ამით არ გვარდება. ნაპრალები შენობაში თანდათან უფრო ფართოვდება. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას და ავარიული სახლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას ითხოვს. თუმცა, ბათუმის მერია განმარტავს, რომ ამისთვის ყველა მაცხოვრებლის თანხმობაა საჭირო.

გიორგი ბრწყინვალეს 54 ნომერში მცხოვრებთა პრობლემებზე მერაბ წულუკიძე და ედუ კოჩალიძე მოგვიყვებიან.