ავარიულ კორპუსს ოჯახების ნაწილი არ ტოვებს – მერიის გაფრთხილება

21:40, 08.10.2026

ისნის რაიონში მცხოვრები 10 ოჯახი ავარიულად შეფასებული კორპუსიდან გასვლაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტია, უშედეგოდ მიმდინარეობს. კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 90-მა ოჯახმა უკვე დატოვა და ახალი ბინების მიღების პირობით ქირით ცხოვრებას დათანხმდა. თუმცა, მეზობლების პროტესტი მათი ბინებით დაკმაყოფილების პროცესს აჭიანურებს, რადგან ახალი კორპუსი ძველის დემონტაჟის შემდეგ უნდა აშენდეს. ცხრასართულიანი კორპუსი ექსპერტიზის ბიურომ მეოთხე ხარისხის ავარიულობით შეაფასა. მერია მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს და უახლოეს პერიოდში კორპუსისთვის საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეწყვეტას არ გამორიცხავს.

მსგავსი