ავარიისას დაშავებული ჯარისკაცების მდგომარეობა

ავარიისას დაშავებული ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა განაცხადა. ორი სამხედრო მოსამსახურე გორში განაგრძობს მკურნალობას, ექვსი ჯარისკაცი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალშია, სამი კი ქობულეთის კლინიკაში რჩება.

ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, შეკვეთილთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად 14-მა ჯარისკაცმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.