ავარია ზუგდიდში

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ბულვარის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.