ავარია სოფელ ფერმასთან - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

ჯერ ისევ სტაბილურად მძიმეა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა. ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. რაც ეხება იაშვილის კლინიკაში მოთავსებულ ორ არასრულწლოვანს, ორივე მოზარდი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ისინი მკურნალობას სახლში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავარიის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში 13 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი და შვიდი მოზრდილი იყო.

გუშინდელ ავარიას სოფელ ფერმასთან 26 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.