ავარია გომის მთაზე – დაშავებულების მდგომარეობა

12:08, 13.08.2026

გომის მთაზე დაშავებული პირები ამ დრომდე ბათუმისა და ჩოხატაურის კლინიკებში რჩებიან, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უკვე გაეწიათ, ისინი ჯანდაცვის მინისტრმაც მოინახულა. ექიმების ინფორმაციით, ბათუმის რეფერალურ კლინიკაში ავარიის შედეგად შეყვანილი 11 პაციენტიდან მძიმე დაზიანებები ორ პირს უფიქსირდება, დანარჩენი პირები კი კლინიკაში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს, 11-დან 6 ბავშვია.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა – შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი