ავარია ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან

რვა ადამიანი დაშავდა ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვი და ოთხი უცხოელია. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.