ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

მცხეთის ორ საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, შვიდს პირს დღეს გაწერენ. ორი დაშავებული კი ინტენსიურ განყოფილებაში დარჩება. რაც ეხება „ჯეო ჰოსპიტალს“, კლინიკაში ავარიის შედეგად ასევე ორი პაციენტი მკურნალობს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე შაბათს მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია.